იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს -არჩილ თალაკვაძე

საქართველო, თბილისი - 13:11 | 30.11.2018
ნანახია: 667

და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. მისი თქმით, ქართული ჯარი პოლიტიკურად ნეიტრალურია.

არჩილ თალაკვაძე ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზაზე სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემულ ხმებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობდა, რომ ცალკეული ჯარისკაცები და ყოფილი სამხედროები პოლიტიკურ კამპანიაში ჩაეთრია, რაც ვერ მოახერხეს.

„ჯარი არის პოლიტიკურად ნეიტრალური და იმის გამო, თუ რა არჩევანი გააკეთეს ამა თუ იმ ბაზაზე, ჯარს არავინ და ვერავინ გაკიცხავს. ჯარის მთავარი პოზიციაა, რომ ჯარი საქართველოს და თითოეულ მოქალაქეს იცავს”, – განაცხადა თალაკვაძე

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე