არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის - მამუკა ბახტაძე

საქართველო, თბილისი - 13:03 | 30.11.2018
ნანახია: 673

ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის.

„ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა კონკურენტულ, თავისუფალ გარემოში, რაც ქართული დემოკრატიისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვებაა.

მინდა, სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამ გამარჯვებას და ქართველი ხალხის არჩევანს ჩრდილს ვერავინ მიაყენებს. არჩევნების შედეგების ეჭვქვეშ დაყენების ყველა მცდელობა განწირულია მარცხისთვის“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მისი თქმით, ამასთან, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, კანონის ძალით გაეცემა პასუხი.

„რა თქმა უნდა, ყველას აქვს გამოხატვის თავისუფლება, რაც კონსტიტუციით და კანონით არის დაცული, მაგრამ ამავე დროს, თუ ვინმე შეეცდება დესტაბილიზაციის მოწყობას, ყველა ასეთ მცდელობას კანონის ძალით გაეცემა პასუხი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

„ჩვენ არ დავუშვებთ, რომ უპასუხისმგებლო ლიდერების გამო საფრთხე დაემუქროს მათ, არ დავუშვებთ რევოლუციურ და რევანშისტულ სცენარებს და არეულობისა და დისონანსის შემოტანის მცდელობას საზოგადოების ცხოვრებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე