ლაინერის ტექნიკური გაუმართაობის გამო, ანგელა მერკელს ეგონა, რომ გერმანიას რაღაც დაემართა

საქართველო, თბილისი - 12:26 | 30.11.2018
ნანახია: 1381

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა აღიარა, რომ ბორტზე ყოფნისას, როდესაც სამთავრობო ლაინერს ინციდენტი შეემთხვა, იფიქრა, რომ გერმანიას რაღაც დაემართა. წერს გაზეთი Welt-ი.

როგორც ცნობილია, ანგელა მერკელის თვითმფრინავმა ტექნიკური გაუმართაობის გამო იძულებითი დაშვება განახორციელა კიოლნის აეროპორტში, როდესაც ბუენოს-აირესში „ოცეულის“ სამიტზე მიფრინავდა.

მერკელმა ინციდენტის შესსხებ ბორტგამცილებლისგან შეიტყო და თავდაპირველად იფიქრა, რომ გერმანიას რაღაც დაემართა.

მერკელის აზრით, მომხდარი ინციდენტი სამთავრობო ლაინერების არასაიმედოობაზე არ მეტყველებს.

 „ერთი შემთხვევის გამო ჩვენი სისტემა რ უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა კანცლერმა.

ანგელა მერკელმა არგენტინისკენ ფრენა გააგრძელა. სადაც ის „ოცეულის“ სამიტს უნდა დაესწროს. ბუენოს-აირესში კანცლერი დღეს საღამოს ჩავა. ის G20-ის სამიტის პირველ დღეს ვერ დაესწრება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე