ვაშაძემ, სააკაშვილის არაადეკვატური განცხადებების შემდეგ მნიშვნელოვნად დაკარგა მხარდაჭერა – გია ვოლსკი

საქართველო, თბილისი - 14:43 | 29.11.2018
ნანახია: 576

„ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვაშაძემ სააკაშვილის არაადეკვატური განცხადებების შემდეგ მნიშვნელოვნად დაკარგეს მხარდაჭერა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვფიქრობ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, ვაშაძემ, ზოგადად ამ მიმართულებამ, არ ვიცი, რა ვუწოდო, მნიშვნელოვნად დაკარგეს მხარდაჭერა მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა არაადეკვატური განცხადებები გააკეთა. ეს არის ის, რაც ყველა შემთხვევაში საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არათუ არ აწყობს, არამედ შიშით უყურებს ასეთ პერსპექტივას. დესტაბილიზაცია არ არის მარტო სააკაშვილის ავადმყოფური ამოჩემება. ვფიქრობ, გარკვეული გეგმითაც მოქმედებს. ეს ისე არ არის, დილით გაიღვიძა და ემოციებში წამოიყვირა, გარკვეული სტარატეგიული გეგმა გააჩნია და ამ გეგმის მთავარი ნაწილი არის დესტაბილიზაცია საქართველოში“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე