უკრაინა თურქეთს რუსული გემებისთვის ბოსფორის სრუტის ჩაკეტვის თხოვნით მიმართავს

საქართველო, თბილისი - 13:45 | 29.11.2018
ნანახია: 826

კიევი აპირებს მიმართოს საერთაშორისო თანამეგობრობას თხოვნით, ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების შემდეგ რუსული გემებისთვის  ბოსფორის სრუტე ჩაკეტოს.

ამის შესახებ უკრაინის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალმა იგორ ვორონჩენკომ განაცხადა.

„მე, როგორც სამხედრო-საზღვაო ძალების სარდალი, დარწმუნებულოი ვარ, რომ მსოფლიო თანამეგობრობა აღიარებს, რომ უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთმა აგრესია განახორციელა... ბოსფორის სრუტის ჩაკეტვის თხოვნით ვაპირებთ მივმართოთ თურქეთის რესპუბლიკას“, - აღნიშნა ვორონჩენკომ.

25 ნოემბერს ქერჩის სრუტეში რუსმა სამხედროებმა უკრაინულ გემებს ცეცხლი გაუხსნეს. დაიჭრა 6 უკრაინელი სამხედრო, 23 მეზღვაური კი რუსულმა მხარემ დაატყვევა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა მომხდარს უკრაინის ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაცია უწოდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე