მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ არ ვიზიარებთ - გიორგი ვაშაძე

საქართველო, თბილისი - 13:18 | 29.11.2018
ნანახია: 633

გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ იზიარებს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ მოწოდება სააკაშვილის პერსონალური მოსაზრებაა. მისივე თქმით, სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ დღეს, 18:00 საათზე ფილარმონიაში დაგეგმილ შეხვედრაზე.

„ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით მიხეილ სააკშვილის განცხადებასთან დაკავშირებით. ეს არის მისი პერსონალური მოსაზრება, რასაც ამ ეტაპზე ჩვენ არ ვიზიარებთ. განსხვავებული მოსაზრება გვაქვს ამასთან დაკავშირებით.

დამთავრდა ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და ახლა ზუსტად ის დროა, როცა გაერთიანებული ოპოზიცია და „ძალა ერთობაშია“ რეალურად აჩვენებს ​საკუთარ სახეს და ძალას. აქ არის 11 პოლიტიკური სუბიექტი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს კონსენსუსით. ყველა წევრის მოსაზრებას გიზიარებთ ამ საკითხზე. თქვენ ვერც ერთ წევრს ვერ ნახავთ კოალიციაში, რომელსაც აქვს განსხვავებული მოსაზრება“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე