ავსტრიაში რენუარის 180 ათას დოლარად შეფასებული ნახატი მოიპარეს

საქართველო, თბილისი - 13:03 | 29.11.2018
ნანახია: 831

ავსტრიაში სამ ადამიანს ეძებენ, რომლებმაც ფრანგი იმპრესიონისტის პიერ ოგიუსტ რენუარის ნახატი მოიპარეს. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

პეიზაჟი „ყურე, ზღვა, მწვანე კლდეები“ 26 ნოემბერს ვენაში აუქციონის სახლ Dorotheum-დან მოიპარეს. ვიდეოჩანაწერებში ჩანს, როგორ ადის მამაკაცი ორ თანამზრახველთან ერთად მეორე სართულზე და ჩარჩოდან როგორ იღებს ტილოს.

გავრცელებული ცნობით, „პროფესიონალური“ ტრიო გაიყო და შენობა სხვადასხვა გზით დატოვა. ამასთან, ორ მამაკაცს თან ჰქონდა დიდი ჩანთები.

აუქციონის სახლმა ძარცვის ფაქტი დაადასტურა. ტილო აუქციონზე გასაყიდად გუშინ უნდა გაეტანათ. ვაჭრობის ორგანიზატორები ნახატის გაყიდვას 135-180 ათას დოლარად ვარაუდობდნენ. მანამდე, 1996 წელს „ყურე, ზღვა, მწვანე კლდეები“ Sotheby's-ის აუქციონზე 56 538 დოლარად გაიყიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე