პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველო, თბილისი - 12:42 | 29.11.2018
ნანახია: 641

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო სალომე ზურაბიშვილს საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. პოროშენკო მილოცვას „ტვიტერში“ ავრცელებს.

„ვულოცავ სალომე ზურაბიშვილს საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებას საქართველოს დემოკრატიული ევროპული განვითარების უზრუნველყოფაში და საზოგადოების კონსოლიდაციაში. დარწმუნებული ვარ ჩვენს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების გაგრძელებაში“, -წერს უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე