საფრანგეთი მზად არის იმუშაოს ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები - საფრანგეთის საგარეო უწყება

საქართველო, თბილისი - 12:19 | 29.11.2018
ნანახია: 1047

საფრანგეთის საგარეო უწყება სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს და მასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს.

„საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან ერთი თვის თავზე, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს. საფრანგეთი გულწრფელად ულოცავს მას გამარჯვებას და უსურვებს წარმატებას მოვალეობის შესრულებისას. საფრანგეთი მზად არის, იმუშაოს ქალბატონ ზურაბიშვილთან, რათა კიდევ უფრო გააძლიეროს ჩვენს ორ ქვეყანას შორის შესანიშნავი და ისტორიული ურთიერთობები. ახალ პრეზიდენტს შეუძლია, ჰქონდეს იმედი, რომ ვიმოქმედებთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ინტერესებში საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.



 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე