საქართველოს ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციისა და ფიცის დადების ცერემონია 16 დეკემბერს გაიმართება

საქართველო, თბილისი - 11:12 | 29.11.2018
ნანახია: 568

საქართველოს კონსტიტუციის 72-ე მუხლის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი ფიცს დებს არჩევიდან მესამე კვირა დღეს. არჩევის დღე კი კენჭისყრის დღეა.

რადგან არჩევნების მეორე ტური შუა კვირაში, 28 ნოემბერს იმართება, პირველივე კვირა, 2 დეკემბერი ათვლის წერტილი იქნება, კონსტიტუციით განსაზღვრული მესამე კვირა კი, 16 დეკემბერს მოუწევს.

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ამ დროისთვის დათვლილია საარჩევნო უბნების 99.7 პროცენტი. აღნიშნული მონაცემებით, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი  სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში 59.56 პროცენტით იმარჯვებს, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე