მელანია ტრამპმა ამერიკის მთავარი საშობაო ნაძვის ხე აანთო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 10:49 | 29.11.2018
ნანახია: 1359

აშშ-ის პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა თეთრ სახლთან მდებარე პარკში, ამერიკის მთავარი საშობაო ნაძვის ხე აანთო. მელანიას ახლდა მეუღლეც დონალდ ტრამპი.
 „ბედნიერ შობას გისურვებთ. ჩვენ ეს ერთად უნდა ვთქვათ: ბედნიერ, ბედნიერ შობას გისურვებთ! შესანიშნავია თქვენთან ერთად ყოფნა. მოდით ავანთოთ ნაძვის ხე. ამას პირველი ლედი გააკეთებს“, - აღნიშნა ამერიკის პრეზიდენტმა და 10-დან უკუთვლა დაიწყო.

საპრეზიდენტო წყვილი ნაძვის ხის ანთების შემდეგ მსახიობების საშობაო გამოსვლებს დაესწრო. გასართობი პროგრამის დასრულების შემდეგ შს მინისტრმა რაიან ზინკემ განაცხადა, რომ ტრამპმა ამერიკაში შობა დააბრუნა. „აი ეს არის ადამიანი, რომელმაც შობა ამერიკაში ისევ დააბრუნა“, - განაცხადა მან.

აშშ-ის პრეზიდენტმა მინისტრს მადლობა გადაუხადა და ცერემონიის სტუმრებს მიმართა. მან მადლიერება გამოხატა პარკების ნაციონალური ფონდის, არტისტებისა და სტუდენტების მიმართ, რომლებმაც პარკში 56 ნაძვის ხის მორთულობის ესკიზები დაამზადეს. ნაძვის ხეების ეს რაოდენობა ამერიკის ტერიტორიაზე შტატების რაოდენობის სიმბოლოს წარმოადგენს.

 „ჩვენ ერთი ამერიკული ოჯახი ვართ. ჩვენ ერთად გვტკივა და ერთად გვიხარია და წინ ყოველთვის ერთად ვივლით. ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. ჩვენ საუკეთესონი ვართ მსოფლიოში და ვერავინ  გაგვიტოლდება“, - განაცხადა ტრამპმა.








არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე