ავღანეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ მოიგო

საქართველო, თბილისი - 09:53 | 29.11.2018
ნანახია: 1726

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში დისლოცირებულ ორ სამხედრო ბაზაზე ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს 90 ხმით მოუგო.

ბაგრამისა და მაზარ-ი-შარიფის ბაზებზე გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა 452 ხმა მიიღო, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილმა კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა კი 362.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში  ავღანეთის ორივე უბანზე, ბაგრამსა და მაზარ-ი-შარიფზეც სალომე ზურაბიშვილმა მოიგო. მან ჯამში 397 ხმა მიიღო, მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ კი 136 ხმით ნაკლები, ანუ 261 ხმა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 59.6%-ით იმარჯვებს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი ხმათა 40.4% აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე