ყოფილი ფრანგი დიპლომატი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს - Le Monde

საქართველო, თბილისი - 09:44 | 29.11.2018
ნანახია: 627

ყოფილი ფრანგი დიპლომატი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს პრეზიდენტად აირჩიეს, - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას ფრანგული გამოცემა Le Monde საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ. გამოცემა აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ნაწილობრივი შედეგების მიხედვით,მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატმა,მის ოპონენტთან, გრიგოლ ვაშაძესთან, ბრძოლაში 57,37%-ით გაიმარჯვა.

„ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი არის იმ ქართველი ოჯახის შვილი, რომელიც 1921 წლიდან ცხოვრობს საფრანგეთში წითელი არმიის შესვლის შემდეგ. სალომე ზურაბიშვილი არის აკადემიკოს ჰელენ კარერ დანკოსის ბიძაშვილი, საქართველოში არ ყოფილა 1986 წლამდე. 2003 წელს კი დაინიშნა საფრანგეთის ელჩად საქართველოში. ვარდების რევოლუციის შემდგომ, ხელისუფლებას ხელში იღებს რეფორმატორი მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი იღებს საქართველოს მოქალაქეობას და ინიშნება საგარეო საქმეთა მინისტრად“, -წერს გამოცემა და აღნიშნავს, რომ ეს საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ბოლოა, კავკასიის ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში, რომელიც გადადის საპარლამენტო მმართველობაზე. „ ამ საკონსტიტუციო ცვლილებით პრეზიდენტის პოსტი გახდა სიმბოლური. ხმის მიცემა იყო ტესტი „ქართული ოცნებისთვის“ - წერს გამოცემა

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე