დალია გრიბაუსკაიტემ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

საქართველო, თბილისი - 09:40 | 29.11.2018
ნანახია: 627

ლიეტუვის პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. დალია გრიბაუსკაიტემ მილოცვა მიკრობლოგ "ტვიტერზე" გამოაქვეყნა. 

"საქართველოს ვულოცავ სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევას. გისურვებთ წარმატებებს და ქვეყნისა და ხალხის სამსახურში ყოფნას", - წერს გრიბაუსკაიტე.

Khatuna Salukvadze-ს ფოტო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე