წინასწარი მონაცემებით, გრიგოლ ვაშაძემ მხოლოდ თელავსა და რუსთავში მოიგო

საქართველო, თბილისი - 09:36 | 29.11.2018
ნანახია: 649

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, საარჩევნო უბნების 99,7% დათვლის შედეგად, სალომე ზურაბიშვილმა 71 საარჩევნო ოლქი მოიგო, გრიგოლ ვაშაძემ ორი – რუსთავი და თელავი.

ამასთან, პირველ ტურში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე 25 ოლქს იგებდა, დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი კი 48-ს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ამ დროისთვის 3705 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3694 უბანი, რაც საარჩევნო უბნების 99.7%-ია. წინასწარი მონაცემებით, სალომე ზურაბიშვილი 59.56%-ით იმარჯვებს, გრიგოლ ვაშაძეს კი 40.44% აქვს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე