ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებში პუტინმა პოროშენკო დაადანაშაულა

საქართველო, თბილისი - 17:13 | 28.11.2018
ნანახია: 665

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქერჩის სრუტეში „პროვოკაციის“ ორგანიზებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ პუტინმა საინვესტიციო ფორუმზე „რუსეთი გვიხმობს“ განაცხადა.

 „რაც შეეხება ინციდენტს შავ ზღვაში. ეს აშკარა პროვოკაციაა, რომელიც ვფიქრობ, მოქმედმა ხელისუფლებამ, მოქმედმა პრეზიდენტმა  მოაწყო უკრაინაში მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. მოქმედი პრეზიდენტის რეიტინგი სადღაც მეხუთე ადგილზეა და მას არ აქვს შანსი მეორე ტურში გადასვლის. ამიტომ რაღაც უნდა ქნას, რათა გაამწვავოს სიტუაცია და შექმნას გადაულახავი დაბრკოლებები მისი კონკურენტებისთვის ოპოზიციიდან“, - განაცხადა პუტინმა.

მისი მტკიცებით, მომხდარი მხოლოდ „სასაზღვრო ინციდენტი იყო და მეტი არაფერი“. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე