პოროშენკო შავ ზღვაში ნატოს გემებს ელოდება

საქართველო, თბილისი - 16:28 | 28.11.2018
ნანახია: 879

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იმედოვნებს, რომ დასავლეთი მხარდაჭერის ნიშნად შავ ზღვაში ნატოს გემებს შემოიყვანს.

პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ცნობით, პოროშენკომ ამის შესახებ ამერიკულ ტელეარხ  NBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მხარდაჭერის ერთ-ერთი ვარიანტი შესაძლოა იყოს შავ ზღვაში ნატოს რამდენიმე გემის შეყვანა, რამდენადაც ეს გლობალური უსაფრთხოების საკითხია. პრეზიდენტის თქმით, შეიძლება დადგეს საკითხი, თუ რომელმა ქვეყნებმ უნდა გამოგზავნონ გემები, თუმცა ეს უნდა იყოს ნატოს ქვეყნები“, - ნათქვამია პრეს სამსახურის განცხადებაში.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე