კომპანია „ლიტომი“ ბათუმის ბულვარში სარეაბილიტაციო სამუშაოებს მარტის ბოლომდე დაასრულებს

საქართველო, თბილისი - 17:36 | 08.12.2015
ნანახია: 1990

ბათუმის ბულვარში ინფრასტრუქტურის განხლების პროცესი მიმდინარეობს. ბულვარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს ორგანიზაციის დირექტორმა არჩილ კახიძემ ბულვარში მიმდინარე დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟის სამუშაოები დაათვალიერა.
ძველი ბულვარის ტერიტორიაზე, უნივერსიტეტის მოედნიდან კაფე-ბარ „ტყუპებამდე“ ალეაში დაზიანებული ფილების, ასფალტის, ბრეგჩის საფარისა და ძველი ბორდიურების აყრა-გატანის სამუშაოები მიმდინარეობს. ამ ეტაპზე 14 000 კვადრატული მეტრის მოცულობის სასეირნო ბილიკზე, დაგეგმილია ბეტონის დეკორატიული რომბისებური ფორმის ფილების დაგება და ახალი ბორდიურების მოწყობა.

„ ბულვარის ეს ტერიტორია წლების განმავლობაში დაზიანებული იყო და განახლებას საჭიროებდა. როგორც ხედავთ სამუშაოები საკმაოდ აქტიური ტემპებით მიმდინარეობს, ჩვენ სურვილია, რომ სამუშაოები მომდევნო წლის გაზაფხულზე, ტურისტულ სეზონამდე დასრულდეს."-განაცხადა არჩილ კახიძემ.

სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის აღდგენა და სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების დამონტაჟება მოხდება, რაც ბულვარის ტერიტორიაზე წყლის დაგუბების პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

"მსურს ბოდიში მოვუხადო საზოგადეობას სასერინო ბილიკზე შექმნილი შეფერხებისა და დისკომფორტისთვის, თუმცა პროცესი მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობა და ტურისტები უკვე განახლებულ ბულვარში შეძლებენ დასვენებას“,-აღნიშნა კახიძემ.

სამუშაოების ფარგლებში ტერიტორიაზე საკანალიზაციო სისტემის აღდგენა და სანიაღვრე ბუნებრივი წვიმმიმღები ჭების დამონტაჟება მოხდება, რაც ბულვარის ტერიტორიაზე წყლის დაგუბების პრობლემას სრულად აღმოფხვრის.

სამუშაოები 2016 წლის მარტის თვეში უნდა დასრულდეს, რომელსაც ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ლიტომი“ აწარმოებს. აღნიშნული სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან სულ 1 253 159 ლარია გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე