გერმანია და საფრანგეთი რუსეთის მიმართ სანქციების გამკაცრების იდეას მხარს არ უჭერენ

საქართველო, თბილისი - 15:37 | 28.11.2018
ნანახია: 662

გერმანია და საფრანგეთი ქერჩის სრუტეში განვითარებული მოვლენების გამო რუსეთის მიმართ სანქციების გაზრდის იდეას მხარს არ უჭერს. ამის შესახებ გაზეთი Die Welt-ი წერს.

 „ბრიუსელში ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის გაღრმავებისთვის ზომების მიღებას“, - წერს Die Welt-ი.

ავტსრიამ, რომელიც ამ დროისთვის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა, გუშინ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების წინადადებით გამოვიდა. ამ ინიციატივას მხარი ესტონეთმა და პოლონეთმა დაუჭირეს.

თავის მხრივ გერმანიისა და საფრანგეთის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სანქციები მოსკოვის მიმართ ნდობის გაღვივებას ხელს არ უწყობს.

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ ხომალდებს. დაიჭრა 6 უკრაინელი სამხდრო.  23 მეზღვაური კი დააკავეს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე