საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა

საქართველო, თბილისი - 17:32 | 08.12.2015
ნანახია: 1496

საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციამ, რომელსაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე ხელმძღვანელობდა, ჟენევაში ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან (EFTA - შვეიცარია, ნორვეგია, ლიხტენშტეინი და ისლანდია) შორის მოლაპარაკებების მე-2 რაუნდი გაიმართა. EFTA-ს დელეგაციას ნორვეგიის ვაჭრობის, მრეწველობისა და მეთევზეობის სამინისტროს ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იან ფარბერგი ხელმძღვანელობდა.

თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, რომელიც აერთიანებს შვეიცარიას, ნორვეგიას, ლიხტენშტეინსა და ისლანდიას, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკების მეორე რაუნდის ფარგლებში, მხარეებმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს, როგორიცაა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარია და ფიტოსანიტარია (SPS), ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში (TBT), ვაჭრობაში დაცვითი ზომები, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია, ჰორიზონტალური, სამართლებრივი და ინსტიტუციური დებულებები და დავების მოგვარება.

მოლაპარაკებების ფარგლებში საქართველოს და ევროპის თავისუფალი ასოციაციის დელეგაციების წარმომადგენლებმა საქონლითა და მომსახურებით ვაჭრობის შესახებ შეთავაზებები გაცვალეს.

აღნიშნული მოლაპარაკებების   მე-3 რაუნდი 2016 წლის თებერვლის ბოლოს გაიმართება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე