ნინო ბურჯანაძე რუსეთში შეხვედრებს მართავს

საქართველო, თბილისი - 10:00 | 25.09.2015
ნანახია: 1990

მჯერა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი ურთიერთობებს ჩიხიდან გამოიყვანს - ამის შესახებ გაერთიანებული დემოკტარიული მოძრაობის თავმჯდომარემ, ნინო ბურჯანაძემ რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან, ვალენტინა მატვიენკოსთან, პეტერბურგში შეხვედრისას განაცხადა.

ბურჯანაძემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის დიალოგი ურთიერთობებს ჩიხიდან გამოიყვანს.

"ჩემი ბოლო დროინდელი ვიზიტების დროს რუსეთში, მე დავინახე რომ ურთიერთობების გაუმჯობესება თქვენთვის მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ პრობლემები ბევრი იყო, რის გამოც ჩიხში შევედით. თუმცა, გამოუვალი მდგომარეობები არ არსებობს. მჯერა, რომ დიალოგის გზით ამ ჩიხიდან გამოვალთ და გადავჭრით იმ საკითხებს რაც მტკივნეულია ჩვენთვის და თქვენც გაღელვებთ. იმედი მაქვს ეს პრობლემები ისე გადაწყდება, რომ მომგებიანი იყოს ორივე ქვეყნისთვის,"- განაცხადა ბურჯანაძემ.

მატვიენკოს თქმით, კი მოსკოვს ნატოსთან საქართველოს დაახლოება აშფოთებს, რადგან ეს რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.

"რუსეთს საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზაცია სურს, თუმცა საქართველოს მთავრობა სრულფასოვანი დიპლომატიური კავშირის აღდგენისთვის მზად არ არის,"- განაცხადა მატვიენკომ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე