ბატონო პუტინო, გაეთრიეთ უკრაინიდან - პეტრო პოროშენკო (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:38 | 28.11.2018
ნანახია: 700

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკოს განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს მიმართა, რომ არგენტინაში G20-ის სამიტზე პუტინთან შეხვედრის დროს მისი გზავნილი გადასცეს.

პოროშენკომ ტრამპის საშუალებით პუტინს შეუთვალა გაეთრიოს უკრაინიდან. იუწყება NBC. „ბატონო პუტინო, გაეთრიეთ უკრაინიდან“ - განუცხადა პოროშენკომ ამერიკულ ტელეკომპანიასთან ინტერვიუში.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პუტინთან არგენტინაში დაგეგმილი შეხვედრა შესაძლოა, ჩაშალოს ქერჩის სრუტეში მომხდარი მოვლენების გამო.


 






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე