კონტეინერების კონტროლის პროგრამა საზოგადოებრიობის წინაშე შეაჯამეს
საქართველო, თბილისი - 16:57 | 08.12.2015 ნანახია: 1375თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, UNODC-WCO კონტეინერების კონტროლის ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება მედიისთვის, რომელზეც საჯაროდ შეჯამდა ევროკავშირის მიერ ზემოაღნიშნული პროგრამის სამწლიანი დაფინანსება.
ღონისძიებას ესწრებოდნენ UNODC-ის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილების უფროსი ტოფიკ მურშუდლი, პროგრამის რეგიონული კოორდინატორი ადამ ბაჩელერი, ასევე, მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციიდან - პროგრამის კოორდინატორი ნორბერტ შტეილენი. საპატიო სტუმართა შორის იყვნენ საქართველოში პროგრამის დონორი ქვეყნების (აშშ, გერმანია, იაპონია, კანადა, ნიდერლანდის სამეფო) საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, პროგრამის მონაწილე ქვეყნების (უკრაინა, აზერბაიჯანი, სომხეთი) ელჩები.
ღონისძიების სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, შემოსავლების სამსახურის უფროსმა გიორგი თაბუაშვილმა.
კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის მაისში ფოთში და 2015 წლის აპრილში თბილისში, შეიქმნა კონტეინერების კონტროლის დანაყოფები, სადაც შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის, შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში იმპორტის, ექსპორტისა და ტრანზიტულად გადაადგილებული ტვირთების კონტროლს.
საქართველოში პროგრამის დანერგვისა და განვითარების მიზნით, ევროკავშირმა მთელი რიგი ღონისძიებები დააფინანსა. კერძოდ, ფოთისა და თბილისის ერთობლივი დანაყოფებისათვის შეძენილ იქნა სპეციალური ეკიპირება, ტვირთისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერებისათვის საჭირო ხელსაწყოები, საშიში ქიმიური ნივთიერებების იდენტიფიცირების ორი მოწყობილობა (HazMat Device). დანაყოფის თანამშრომლებს ჩაუტარდათ ოცამდე სხვადასხვა სახის სწავლება - რისკების მართვის, დათვალიერების ტექნიკის, ორმაგი დანიშნულების საქონლის კონტროლის, ნარკოტიკული საშუალებებისა და ქიმიური პრეკურსორების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა საკითხებზე. სწავლებებს ატარებდნენ გაეროსა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ მოწვეული ექსპერტები. ამასთან, რეგულარულად ხორციელდებოდა პროგრამის განვითარების მონიტორინგის მისიები. შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს სასწავლო ვიზიტები ჰქონდათ ამერიკის შეერთებულ შტატებში, პაკისტანში, ნიდერლანდის სამეფოსა და ფინეთში.
მთლიანობაში, 2012 წლიდან, ევროკავშირის მიერ საქართველოში კონტეინერების კონტროლის პროგრამის განვითარებაზე მილიონ ევრომდე დაიხარჯა.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა