ხვალ, ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმის პრეზენტაცია გაიმართება

საქართველო, თბილისი - 16:13 | 08.12.2015
ნანახია: 1573

ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორი, დუგლას ბოლი და საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმას წარუდგენენ საზოგადოებას.  

ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მთავრობის, და დიპლომატიური წრეების ასზე მეტი წარმომადგენელი გაეცნობა მთავრობის მიღწევებს გადასახადების გამარტივების მიმართულებით. ერთიანი სახაზინო კოდების რეფორმის შედეგად, რომელსაც თავიდანვე დიდ დახმარებას უწევდა USAID-ი, 125 სახაზინო კოდი 1 კოდში გაერთინდა.

ამ ინიციატივის წყალობით მნიშვნელოვნად შემცირდება საგადასახადო ტრანზაქციების რაოდენობა, რაც შესაბამისად, ნაკლებ დროს და რესურსს მოითხოვს გადამხდელისგან. გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება ხელს შეუწყობს კერძო სექტორის განვითარებას საქართველოში.

პრეზენტაციაზე, ასევე, მოხდება ვიდეო რგოლის ჩვენება, რომელიც დეტალურად აღწერს რეფორმას მასში მონაწილე პირების კომენტარებითა და სხვა მედია საშუალებებით. ჩვენების შემდეგ გაიმართება ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების დაჯილდოვება, რომელთაც დიდი წვლილი შეიტანეს რეფორმის წარმატებით განხორციელებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე