ტრამპი და პუტინი G20 -ის სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებებს გამართავენ

საქართველო, თბილისი - 10:58 | 28.11.2018
ნანახია: 694

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ორმხრივ მოლაპრაკებებს გამართავს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან არგენტინაში G20 -ის სამიტზე. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს- მდივანმა სარა სანდერსმა განაცხადა.
არგენტინაში  “დიდი ოცეულის“ სამიტი 30 ნოემბრიდან 1 დეკემბრამდე გაიმართება.

„სამიტზე პრეზიდენტი და დელეგაცია შეხვდება ბევრ ლიდერს, მათ შორის დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები არგენტინის და რუსეთის პრეზიდენტებთან, იაპონიის, პრემიერ მინისტრთან, გერმანიის კანცლერთან“, - განაცხადა სანდერსმა.

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა თავის მხრივ განაცხადა, რომ ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებების დღის წერიგში დგას უსაფრთხოების საკითხები, კონტროლი შეიარღებაზე და რეგიონალური პრობლემები.

„ვფიქრობ, რომ ეს იქნება ჰელსინკში გამართული მოლაპარაკებების გაგრძელება“, - განაცხადა ბოლტონმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე