22 დაღუპული და 20-ზე მეტი დაშავებული - ძლიერი აფეთქება ჩინეთის ქიმიურ ქარხანაში (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 10:11 | 28.11.2018
ნანახია: 627

 

ბოლო მონაცემებით, სულ მცირე 22 ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა ჩინეთში, ჰებეის პროვინციაში ქიმიურ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად.

აფეთქება ქარხანაში მას შედმეგ მოხდა, რაც ცეცხლი გაუჩნდა სატვირთო ავტომობილს, რომელმაც ქარხანაში ქიმიური ნივთიერებები მიიტანა.

ხანძარი სწრაფად მოედო სხვა ავტომობილებსაც, დაიწვა 38 სატვირთო და 12 მსუბუქი ავტომობილი.

დაწყებულია გამოძიება. თუ რა ნივთიერებები გადაჰქონდა ავტომანქანას, უცნობია.

აფეთქების ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე