უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადებით, კიევმა კუნთები აათამაშა - დიმიტრი მედვედევი

საქართველო, თბილისი - 17:47 | 27.11.2018
ნანახია: 801

უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადება კიევს კუნთების ათამაშების შესაძლებლობას აძლევს, ან  მას სურს 2019 წელს საპრეზიდენტოა რჩევნების ჩატარებაზე უარი თქვას. ამის შესახებ რუსეთის პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

 „საომარი მდგომარეობის შემოღების რეზულტატი არის ის, რომ მოქმედ ხელისუფლებას მინიმუმ კუნთების ათამაშების შესაძლებლობა მიეცა, რათა მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა გაიზარდოს, ეს ერთ-ერთი ვარიანტია. არსებობს კიდევ მაქსიმალური ვარიანტი, მხედველობაში მაქვს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებაზე უარის თქმა“, - განუცხადა მედვედევმა ჟურნალისტებს.

უკრაინის პარლამენტმა დაამტკიცა პრეზიდენტის ბრძანება, რომლითაც ქვეყანაში 30 დღით საომარი მდგომარეობა ცხადდება.

პარლამენტარებმა მხრი დაუჭირეს  პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თხოვნას 30 დღით საომარი მდგომარეობის რეჟიმის შემოღების თაობაზე. ეს ზომები მოიცავს ნაწილობრივ მობილიზაციას, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გაძლიერებას და კიდევ გარკვეულ ნაბიჯებს, რომელთა მიზანია "კონტრდაზვერვის, კონტრტერორიზმის და კონტრსაბოტაჟის რეჟიმის და საინფორმაციო უსაფრთხოების გაძლიერება". საომარი მდგომარეობა გამოცხადდება იმ ადგილებში, სადაც ყველაზე დიდია რუსეთის აგრესიის საფრთხე. 

შეგახსენებთ, 25 ნოემბერს რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქერჩის სრუტეში ცეცხლი გაუხსნეს უკრაინულ ხომალდებს. დაიჭრა 6 უკრაინელი სამხდრო.  23 მეზღვაური კი დააკავეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე