ავღანეთში აფეთქებას 3 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 17:14 | 27.11.2018
ნანახია: 714

სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა ავღანეთში თვითნაკეთი ბომბის აფეთქების შედეგად. ამის შესახებ ნატოს მისიის „მტკიცე მხარდაჭერის“ საიტზე განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი.

„სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და სამი დაიჭრა 27 ნოემბერს, იმ დროს, როცა თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა ქალაქ ღაზნისთან,“- ნათქვამია განცხადებაში.

ინციდენტის ადგილიდან დაჭრილები სასწრფოდ გაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე