საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი ერდოღანს შეხვედრას სთხოვს

საქართველო, თბილისი - 14:02 | 27.11.2018
ნანახია: 924

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცი მუჰამედ ბენ სალმან ალ საუდი თურქეთის პრეზიდენტს რეჯებ ტაიპ ერდოღანს არგენტინაში „დიდი ოცეულის“ სამიტზე შეხვედრას სთხოვს.

„დიახ, მან ერდოღანს ტელეფონით ჰკითხა, შეიძლება თუა არა ბუენოს აირესში შეხვედრა. ერდოღანმა უპასუხა: „ვნახოთ“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაძლებლად მიიჩნია, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა მუჰამედ ბენ სალმანმა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შესახებ იცოდა.

 „არ ვიცი, რატომ თქვა ტრამპმა ეს. ასევე არ ვიცი აქვთ თუ არა ამერიკელებს მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. „შესაძლოა“ ჩვენთვის საკმარისი არ არის, ჩვენ დარწმუნებულები უნდა ვიყოთ“, -აღნიშნა ჩავუშოღლუმ.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე