ხაშოგის ცხედარი მუსიკის ქვეშ დაანაწევრეს - მევლუთ ჩავუშოღლუ

საქართველო, თბილისი - 13:31 | 27.11.2018
ნანახია: 729

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის ცხედარს მუსიკის ქვეშ ანაწევრებდნენ.

„მე მოვუსმინე აუდიოჩანაწერებს. ის შვიდ წუთში მოკლეს. ეს იყო წინასწარ დაგეგმილი მკვლელობა... ისმის სასამართლო ექსპერტის ხმა. ის სხვბს ურჩევს, რომ მუსიკას მოუსმინონ, ვიდრე ცხედარს ანაწევრებენ. შეიძლება ითქვას, რომ ის ამით ტკბება“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ გაზეთ Suddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.

 „არ ვფიქრობთ, რომ ადამიანები, რომლებიც თურქეთში ჩამოვიდნენ, დამოუკიდებელად მოქმედებდნენ. ისინი ამს ვერც გაბედავდნენ. თუმცა მტკიცებულებების გარეშე არაფრის თქმა შემიძლია“, - აღნიშნა მინისტრმა.

ხაშოგი, რომელიც Washington Post-ის მიმომხილველი იყო და ამერიკაში 2017 წლიდან ცხოვრობდა, სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ, 2 ოქტომბერს გაუჩინარდა.

20 ოქტომბერს საუდის არაბეთის გენერალურმა პროკურატურამ ჟურნალისტის გარდაცვალების ფაქტი დაადასტურა.

სტამბოლის პროკურატურის განცხადებით, ხაშოგის მკვლელობა წინასწარ განზრახული იყო. მისივე განცხადებით, ჟურნალისტის ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს. თურქეთი საუდის არაბეთს დამნაშავეების გადაცემას სთხოვს. საქმესთან დაკავშირებით საუდის არაბეთის ხელისუფლებამ 21 ადამიანი დააკავა.







არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე