დონალდ ტრამპს ტელეარხ CNN-ის ალტერნატივის შექმნა სურს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 27.11.2018
ნანახია: 738

აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ტელეარხ CNN-ის ალტერნატივის შექმნა სურს ამერიკასა და საზღვარგარეთ მიმდინარე მოვლენების ხელსაყრელად გასაშუქებლად.

 „მართალია, აშშ-ში CNN-ს საქმე კარგად არ მისდის რეიტინგების თანახმად, თუმცა უცხოეთში მას ცოტა კონკურენტი ჰყავს. მთელს მსოფლიოში CNN ძლიერი რუპორია, რომელსაც აშშ ცრუ, უპატიონსო  სახით გამოყავს. რაღაც უნდა გაკეთდეს, მათ შორის ისიც, რომ აშშ-მა ჩვენი საკუთარი გლობალური ტელექსელი გახსნას, რათა მსოფლიოს ვუჩვენოთ, სინამდვილეში რა დიდებულები ვართ“, - წერს ტრამპი Twitter-ში.

მას თავისი შემოთავაზების დეტალები არ განუმარტავს.

ტრამპი დიდი ხანია CNN-თან დაპირისპირებულია. ის ტელეარხს „ფეიკურ ახალ ამბებს“ უწოდებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე