ირანში მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 780-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 12:19 | 27.11.2018
ნანახია: 657

ირანის დასავლეთით ქერმანშას პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 780-მდე გაიზარდა.

ირანული მედიის ცნობით, მიწისძვრამ 300-მდე საცხოვრებელი სახლი დაანგრია.

ქვეყნის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ პროვინციის ხელისუფლებას მოუწოდა სასწრაფო დახმარება გაიწიოს დაშავებულებს.

ერაყის ქურთისტანის ტერიტორიაზე სტიქის შეედგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 43 კი დაშავდა.

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის მონაცემებით, 6,3 მაგნიტუდის მიწისძვრა ირანი-ერაყის საზღვარზე კვირას მოხდა. კერა ათი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.

ეპიცენტრი ერაყის დედაქალაქ ბაღდადიდან 150 კმ-ში მდებარეობდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე