Sotheby's-ის აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი გაიყიდება

საქართველო, თბილისი - 11:56 | 27.11.2018
ნანახია: 116

 Sotheby's-ის  აუქციონზე ნიკო ფიროსმანის „ქართველი ქალი ლეჩაქით“ დღეს გაიყიდება. ინფორმაცია ამის შესახებ აუქციონის ოფიციალურ გვერდზეა მითითებული. სოტბის აუქციონის გვერდზე ასევე მითითებულია, რომ ნახატის ფასი 500 000-700 000 ფუნტი სტერლინგია. ამასთან, აღნიშნულია, რომ ნახატი ცნობილი ავსტრიელი მწერლის შტეფან ცვაიგის კოლექციიდანაა. ნამუშევარი მან 1928 წელს, მოსკოვში მოგზაურობის დროს შეიძინა. ხელოვნებათმცოდნეები ფიქრობენ, რომ ნამუშევრის ფიქსირებული ფასი დაბალია.

ნამუშევარი ისევ რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, თუმცა მითითებულია, რომ ნიკო ფიროსმანი ქართველი მხატვარია. ხელოვნებათმცოდნეების თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფიროსმანის ნახატი სოტბის აუქციონის რუსულ სექციაშია წარმოდგენილი, პოზიტიურია, რომ ის ქართველ მხატვრად არის მოხსენიებული. სოტბის აუქციონის წარმომადგენლების განმარტებით, ფიროსმანის ნახატი რუსული მხატვრობის სექციაში იმიტომ მოხვდა, რომ სოტბის ცალკე ქართული სექცია არ აქვს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე