პეტრო პოროშენკომ საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა

საქართველო, თბილისი - 19:26 | 26.11.2018
ნანახია: 685

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრე პოროშენკომ ხელი მოაწერა განკარგულებას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. აღნიშნული განკარგულება იმისათვის, რომ ძალაში შესულად გამოცხადდეს, უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ, რადამ უნდა დაამტკიცოს.

"საომარი მდგომარეობა 60 დღის განმავლობაში , 2018 წლის 26 ნოემბრის 15:00 საათიდან, 2019 წლის 25 იანვრის 15:00 გაგრძელდება", - აღნიშნულია განკარგულებაში.

შეგახსნებთ, რომ 25 ნოემბერს, რუსეთის მხრიდან უკრაინული გემების მიმართ თავდასხმა განხორციელდა.რუსი სამხედროების თავდასხმის შედეგად დაიჭრა 6 უკრაინელი. ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში უკრაინის პრეზიდენტის წარმომადგენელის, ბორის ბაბინის განაცხადებით, რუს მესაზღვრეებს 20-ზე მეტი უკრაინელი სამხედრო ჰყავთ დაკავებული.

გვიან ღამით, უკრაინაში ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომა გაიმართა, სადაც პრეზიდენტმა პოროშენკომ მხარი დაუჭირა სამხედრო კაბინეტის წინადადებას, უკრაინაში საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე