ნატოს გაფართოება საერთაშორისო სტაბილურობას ზიანს აყენებს - მარია ზახაროვა

საქართველო, თბილისი - 16:07 | 22.11.2018
ნანახია: 714

რუსეთს არავის შეშინება არ სურს ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს გაფართოება დარტყმას აყენებს საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ არავის შეშინება არ გვსურს, მაგრამ გვინდა საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მივიქციოთ იმაზე, რომ აშშ-სა დ მათ მიერ ვინც მის პოლიტიკას მხარს უჭერს, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და სტაბილურობას კოლოსალური ზიანი ადგება. ეს მხოლოდ რუსეთის უსაფრთხოების საკითხი არ არის, ეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების საკითხია,“ - უპასუხა ზახაროვამ ჟურნალისტის შეკითხვას განალაგებს თუ არა რუსეთი ბელარუსში უახლეს რაკეტებს ნატოს გაფართოების საპასუხოდ.  

მისი თქმით, სახეზეა დიამეტრალურად საწინააღმდეგო სურათი, როდესაც დაშინება მოდის დასავლეთის მხრიდან, მათ შორის დამატებითი კონტიგენტების მუდმივი გაზრდითა და აგრესიულ ნაბიჯებში რუსეთის დადანაშაულების გზით.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე