ლაგოდეხში ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 14:21 | 22.11.2018
ნანახია: 799

ლაგოდეხში ავტოავარიის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

ლაგოდეხში მოტოციკლი, რომლითაც მამა- შვილი გადაადგილდებოდნენ, „ფორდ ტრანზისტის“ მარკის სამგზავრო ავტომანქანას შეეჯახა.

ავარიის შედეგად, შვილი ადგილზე გარდაიცვალა, მამა კი, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ლაგოდეხის საავადმყოფოში გადაიყვანა.

დაშავებულს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე