ტელეწამყვანს პირდაპირ ეთერში გულის შეტევა დაემართა (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 12:30 | 22.11.2018
ნანახია: 852

 

თურქეთის ქალაქ ესქიშეჰირის ადგილობრივი ტელეარხის სპორტულ კომენტატორს შურქ ოითანს პირდაპირ ეთერში გულის შეტევა დაემართა. (ვიდეო)

ოითანი სტუდიიდან მუშაობდა და ეროვნული ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩს განიხილავდა. ტექსტის კითვისას, წამყვანი მოულოდნელად გაჩუმდა, მცირეხნიანი დუმილის შემდეგ მან თავი მაგიდაზე დადო, შემდეგ კი სკამიდან გადავარდა.

ოითანის კოლეგები თავდაპირველად ვერ მიხვდნენ, რა მოხდა, თუმცა სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალე გამოიძახეს.

ჟურნალისტი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე