ონში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 11:14 | 22.11.2018
ნანახია: 743

ონში „ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე დაჭრეს. პოლიციამ დაჭრაში ბრალდებული პირი კ.ი. ცხელ კვალზე  დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1965 წელს დაბადებულ კ.ი-ს ბრალად ედება განზრახ მკვლელობის მცდელობა, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„22 ნოემბერს, გვიან ღამით, ონის ცენტრალური რაიონული საავადმყოფოდან 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ სამედიცინო დაწესებულებაში 1973 წელს დაბადებული ნ.ბ.მივიდა, რომელსაც მუცლის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დანაშაული ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. კერძოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი კ.ი. გვიან საღამოს ქუჩაში ხმაურობდა, რა დროსაც ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ონის რაიონული ორგანიზაციის თავჯდომარე ნ.ბ. იქვე მდებარე საკუთარი საცხოვრებელი სახლიდან ქუჩაში გავიდა, კ.ი-ს მოუწოდა ხმაური შეეწყვიტა და ქუჩა დაეტოვებინა. აღნიშნული მოტივით მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კ.ი-მნ.ბ.-ს დანით სხეულზე დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე