ამერიკელ სამხედროებს მექსიკის საზღვართან მიგრანტების წინააღმდეგ იარაღის გამოყენების უფლება მისცეს

საქართველო, თბილისი - 11:09 | 22.11.2018
ნანახია: 648

თეთრი სახლის აპარატის უფროსმა ჯონ კელიმ ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც მექსიკის საზღვართან განთავსებულ ამერიკელ სამხედროებს, აუცილებლობის შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების უფლებას აძლევს.

მანამდე აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ საზღვარზე 7 ათასამდე სამხედროს გაგზავნას აპირებდა. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ საზღვარზე 15 ათასამდე სამხედრო მოსამსახურე გაიგზავნებოდა. ამის გარდა, საზღვარზე აშშ-ის ეროვნული გვარდიის  2 100 სამხედრო უკვე იმყოფება.

აღნიშნული ზომები ხელისუფლებამ აშშ-ის საზვრებთან მიგრანტების უზარმაზარი ნაკადის მიახლოების გამო მიიღო. აშშ-სკენ ცენტრალური ამერიკის ქვეყნებიდან რამდენიმე ათასი ადამიანი მიემართება.

მექსიკის შსს-ს ბოლო მონაცემებით,  აშშ-ის საზღვართან, ქალაქების  ტიხუანისა და მეხიკალის რაიონებში 5 600 ჰონდურასელი, გვატემალელი და სალვადორელი მიგრანტი იმყოფება. არსებული ინფორმაციით, მიგრანტების ნაწილი უკან სამშობლოში დაბრუნდა ან მექსიკაში დარჩა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე