ესპანეთში, ქურდობის ბრალდებით, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:55 | 22.11.2018
ნანახია: 736

ქალაქ სარაგოსას პოლიციის ინფორმაციით, 27 და 28 წლის მამაკაცები მაშინ დააპატიმრეს, როდესაც ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეღწევას ცდილობდნენ.

ჩხრეკისას მათ სხვა ბინებიდან მოპარული ძვირფასეულობა და ფული აღმოაჩნდათ.

პოლიციის ცნობით ერთ-ერთ დაკავებულს საბერძნეთის პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობა ჰქონდა. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე