Dolce&Gabbana-მ ჩინეთში დაგეგმილი ჩვენება რასიზმში დადანაშაულების გამო გააუქმა

საქართველო, თბილისი - 16:51 | 21.11.2018
ნანახია: 716

იტალიურმა მოდის სახლმა Dolce&Gabbana-მ შანხაიში დაგეგმილი ჩვენება სკანდალური რეკლამის გამო გააუქმა, რომელიც ჩინეთში რასისტულად მიიჩნიეს.

ოფიციალური განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც მიწვეულმა ცნობილმა სახეებმა ღონისძიებაზე დასწრებაზე უარი თქვეს.

საზოგადოების აღშფოთება სამმა ვიდეორგოლმა გამოიწვია, რომლებიც Dolce&Gabbana-მ სოციალურ ქსელში განათავსა. ვიდეოებში ჩინელი მოდელი ჩხირებით პიცას, პასტასა და კანოლის (იტალიური დესერტი) მიირთმევს.

ვიდეორგოლებმა მილიონობით ნახვა დააგროვეს და კრიტიკის ქარცეცხლი დაიმსახურეს. ცეცხლში ნავთი დაამატა სტეფანო გაბანას ინსტაგრამში ჩატების სკრინშოტებმა, სადაც თითქოს ჩინელებს ახსენებდნენ, რომ ისინი ძაღლებს ჭამენ.

მოგვიანებით, გაბანამ განაცხადა, რომ მისი ანგარიში გატეხეს და მას მსგავსი არაფერი დაუწერია. მან ასევე ბოდიში მოიხადა სკანდალის გამო და განაცხადა, რომ ჩინეთსა და ჩინელ ხალხს უაღრესად დიდ პატივს სცემს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე