მიხეილ გიორგაძე სამკურნალოდ თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს

საქართველო, თბილისი - 15:34 | 21.11.2018
ნანახია: 751

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე ინგოროყვას კლინიკიდან, სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს.

მიხეილ გიორგაძე თურქეთში ამერიკულ კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მიხეილ გიორგაძე 17 ნოემბერს კახეთში ავარიაში მოყვა. გავრცელებული ინფორმაციით, გიორგაძე ავტომობილში მარტო იმყოფებოდა, რა დროსაც მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე