ბოლივუდის მსახიობმა ფერმერებს 560 მლნ დოლარის დავალიანება გადაუხადა

საქართველო, თბილისი - 15:29 | 21.11.2018
ნანახია: 1191

ბოლივუდის მსახიობმა ამითაბჰ ბაჩანმა, რომელიც ასევე ცნობილია ფილმში „დიდი გეტსბი“ შესრულებული როლით, 1398 ფერმერის დავალიანება გადაიხადა. მან სულ დავალიანების დასაფარად 560 მლნ დოლარზე მეტი დახარჯა. ყველა ფერმერი მსახიობის მშობლიური უთარ ფრადეშის შტატიდან არის.

თანხა მსახიობმა ეროვნულ ბანკში ჩარიცხა. შემდეგ ის თავის თანამემამულეებს შეხვდა და დავალიანების განულების ცნობები გადსცა.

ბაჩანმა დახმარება კრიზისისა და ფერმერების პროტესტების ფონზე დაიწყო. საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას დავალიანების ჩამოწერასა და სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე შესყიდვის ფასების გაზრდას სთხოვდნენ.

.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე