16 წლის გოგონა Facebook-ით გაყიდეს

საქართველო, თბილისი - 14:23 | 21.11.2018
ნანახია: 819

Facebook-ში აუქციონის მეშვეობით 16 წლის სამხრეთ სუდანელი გოგონა გაყიდეს. კომპანიაში განაცხადეს, რომ პოსტი წაშალეს, თუმცა ეს მხოლოდ მას შედმეგ მოხდა, რაც გოგონა გაათხოვეს. ამის შესახებ ტელეარხი CNN-ი იუწყება.

ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაცია Plan International-ის მონაცემებით, პრედენდენტთა შორის იყო ხუთი მამაკაცი, ზოგიერთი მათგანი სამხრეთ სუდანის მთავრობაში მაღალი თანამდებობის პირი იყო. აუქციონი 25 ოქტომბერს დაიწყო, კომპანიამ პოსტი მხოლოდ 15 დღის შედმეგ, 9 ნოემბერს აიღო. გავრცელებული ცნობით, გოგონას მამამ ქალიშვილის სანაცვლოდ 500 ძროხა, რამდენიმე ავტომობილი და 10 ათასი დოლარი მიიღო.

უფლებადამცველები შეშფოთებულნი არიან იმით, რომ ეს შემთხვევა, შესაძლოა, მისბაძი გახდეს სხვა ოჯახებისთვის, რომლებიც სარგებლის მიღების სანაცვლოდ მზად არიან საპატარძლოს აქუციონი მოაწყონ.

სამხრეთ სუდანში Plan International-ის განყოფილების დირექტორმა განაცხადა, რომ ტექნოლოგიების მსგავსი „ბარბაროსული გამოყენება“ მონათა ბაზარს აგონებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე