კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 13:50 | 21.11.2018
ნანახია: 681

კალიფორნიაში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. ხელისუფლების მონაცემებით, 64 ცხედარი უკვე ამოცნობილია. 81 ადამიანი ბიუიტის ოლქში დაიღუპა. ბოლო მონაცემებით დაკარგულად 870 ადამიანი მიიჩნევა.

ტყის ხანძარი Camp-ი კალიფორნიის ჩრდილოეთით 8 ნოემბერს დაიწყო და შტატის ისტორიაში ყველაზე დამანგრეველი გახდა.

ხანძარმა 100 ათასამდე ჰექტარი მოიცვა. სტიქიის გამო განადგურდა 12 ათასი სახლი და შენობა-ნაგებობა. კალიფორნიაში ტყის ხანძრის გამო საცხოვრებელი ადგილები 300 ათასმა ადამიანმა დატოვა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე