ინდოეთში ველური ტომების წარმომადგენლებმა ამერიკელი ტურისტი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 13:30 | 21.11.2018
ნანახია: 772

ჩრდილოეთ სენტინელის ტომების წარმომადგენლებმა, რომლებიც დანარჩენ სამყაროსთან არ კონტაქტობენ, ამერიკელი ტურისტი მოკლეს.
მეთევზეები, რომლებმაც ამერიკელი ტურისტი ჯონ ალენი კუნძულზე მიიყვანეს, პოლიციამ დააკავა. მეთევზეების თქმით, მათ დაინახეს, ტომის წარმოადგენლები როგორ ესროდნენ ამერიკელს ისრებს, შემდეგ კი როგორ დაანაწევრეს და სანაპიროზე, ქვიშაში დამარხეს.

ინდოეთის ტერიტორიის კუნძულების კავშირის ხელისუფლებამ ამერიკელი მამაკაცის ცხედრის მოსაძებნად ვერტმფრენები გაგზავნა, თუმცა კუნძულზე დაშვებას ვერ ახერხებს, რადგან მისი ბინადრები ამის საშუალებას არ აძლევენ.

მედიის ცნობით, მამაკაცი მისიონერი იყო.

ჩრდილოეთ სენტინელის ტომის წევრების რაოდენობა 20011 წლის მონაცემებით 40 ადამიანს შეადგენს. ისინი ცნობილი არიან იმით, რომ დანარჩენ სამყაროს გაურბიან.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე