პროკურატურაში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების ფაქტზე ეკა გიგაურისა და ირმა პავლიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 12:41 | 21.11.2018
ნანახია: 724

მთავარ პროკურატურაში ყალბი პირადობის მოწმობების შესაძლო დამზადების  ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირმა პავლიაშვილის გამოკითხვა მიმდინარეობს.

პროკურატურაში შესვლის წინ ეკა გიგაურმა განაცხადა, რომ საგამოძიებო უწყებას მიაწვდის იმავე ინფორმაციას, რაც არასამთავრობო ორგანიზაციებს წყარომ მიაწოდა.

„უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია, რაც გვაქვს ჩვენ განცხადებაში, რადგან ამაზე მეტი ინფორმაცია ჩვენ არ გაგვაჩნია. გუშინ განცხადებაში ვსაუბრობდით სახელებზე და გვარებზე, კონკრეტულ ადამიანებზე, რომლებიც სავარაუდოდ ამ დანაშაულში არიან ჩართულები, ასევე როდის და რა პირობებში, ამიტომ ეს საკმარისია, რათა  გამოძიება დაიწყოს და კონკრეტული შედეგები დადოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაშინვე დაიწყო გამოძიება, თუმცა ამის შემდეგ უკვე არ ვიცით, რა შედეგით დასრულდება გამოძიება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კითხვას, რომელიც გვქონდა, გაეცეს პასუხი”, -განაცხადა ეკა გიგაურმა პროკურატურაში შესვლამდე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე