კენიაში ჰუმინატარული ორგანიზაციის წარმომადგენელი იტალიელი ქალი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:54 | 21.11.2018
ნანახია: 632

კენიაში ჰუმინატარული ორგანიზაციის წარმომადგენელი იტალიელი ქალი გაიტაცეს. შეიარაღებული პირები კენიის ქალაქ მალინდის სიახლოვეს, სავაჭრო ცენტრს თავს დაესხნენ, დაჭრეს ხუთი ადამიანი, ჰუმანიტარული ორგანიზაციის წარმომადგენელი კი გაიტაცეს.
პოლიციელთა განცხადებით, თავდასხმა შეიარაღებული ადამიანების ჯგუფმა განახორციელა, რომლებმაც ადგილობრივ მცხოვრებლებს ავტომატებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

იტალიის მოქალაქე 23 წლისაა და არასამთავრობო ორგანიზაცია Milele Onlus-ში მუშაობს.

დაჭრილები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. პოლიციამ მძევლის გადასარჩენად მოქმედებები დაიწყო.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე