ინტერპოლის პრეზიდენტად სამხრეთ კორეის წარმომადგენელი აირჩიეს

საქართველო, თბილისი - 11:32 | 21.11.2018
ნანახია: 746

სამხრეთ კორეის წარმომადგენელი კიმ ჩონ იანი ინტერპოლის ახალ პრეზიდენტად აირჩიეს. ამის შესახებ ორგანიზაციის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.

კენჭისყრა დუბაიში ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 87-ე სესიაზე გაიმართა.

კიმ ჩონ იანის გარდა პოსტისთვის რუსეთის წარმომადგენელი ალექსანდრ პროკოპჩუკიც იბრძოდა, რომელიც ინტერპოლის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს იკავებს.

ინტრეპოლის ახალი პრეზიდენტის არჩვენები მას შემდეგ დაინიშნა, რაც ორგანიზაციის ხელმღვანელი მენ ჰუნვეი ჩინეთში კორუფციის ბრალდებით დააკავეს.

შეგახსნებთ, ინტერპოლის პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით ამერიკელმა სენატორებმა დონალდ ტრამპს მოუწოდეს არ დაეშვა პროკოპჩუკის პოსტზე არჩევა. უკრაინამ და ლიეტუვამ კი განაცხადეს, რომ ინტერპოლის ხელმძღვანელად რუსეთის წარმომადგენლის დანიშვნის შემთხვევაში ორგანიზაციას დატოვებდნენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე