ანკარამ ვაშინგტონს იმ პირების სია გადასცა, რომელთა ექსტრადირებაც აშშ-დან უნდა მოხდეს

საქართველო, თბილისი - 11:01 | 21.11.2018
ნანახია: 608

ანკარამ ვაშინგტონს იმ პირების სია გადასცა, რომელთა ექსტრადირებაც აშშ-მა ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით უნდა მოახდინოს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

ხაშოგი, რომელიც 2017 წლიდან  გაზეთ Washington Post-ის მიმომხილველად მუშაობდა, 2 ოქტომბერს სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში შესვლის შემდეგ გაუჩინარდა.

საუდის არაბათის პროკურატურამ ხაშოგის მკვლელობა მხოლოდ 20 ოქტომბერს დაადასტურა. მისი განცხადებით, ხაშოგი საკონსულოს თნამშრომლებთან ჩხუბის შედეგად გარდაიცვალა. სტამბოლის პროკურატურამ განაცხადა, რომ ჟურნალისტის მკვლელობა წინასწარ იყო დაგეგმილი. მისივე განცახდებით, ხაშოგის ცხედარი დაანაწევრეს და გაანადგურეს.

საუდის არაბეთის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ხაშოგის მკვლელობის საქმეზე 21 ადამიანია დაკავებული. პროკურატურამ მკვლელობის საქმის ხუთი მონაწილის მიმართ სიკვდილით დასჯა მოითხოვა, დანარჩენები კი სასჯელს შარიათის კანონების მიხედვით ელოდებიან.

მანამდე Washington Post-ი წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ცენტრალური დაზვერვის სამსახურის დასკვნით ხაშოგის მოკვლის ბრძანება საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცმა ბენ სალმან ალ საუდიმ გასცა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე